ქართული სოკო

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
579 05 04 58

სამუშაო საათები: ორშ-პარ: 10:00-18:00

მთავარი / კალმახა სოკოს შესახებ

კალმახა სოკოს შესახებ

გაცნობა სოკოს ჯიშებთან
მათი ქცევა ბუნებრივ და მოსაყვანი ოთახის პირობებში

სოკო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვები პროდუქტია, რომელიც უხსოვარი დროიდან გამო იყენება. სოკო იმდენად სრულყოფილი პროდუქტია, რომ მას ღმერთების საკვებსაც უწოდებენ.

საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე სოკო, დიდხანს იყო გამოცანა. მის გამოჩენას უკავშირებდნენ სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას, როგორიცაა მაგალითად, დამპალი ორგანული ნივთიერებების აორთქლება. საბოლოოდ მეცნიერებმა სოკო მცენარეთა კლასში ჩაწერეს. მოგვიანებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოკოს ცხოველური თვისებები აქვს, მაგალითად, არ შეიცავს ქლოროფორმს, რაც მცენარეებისთვის არის დამახასიათებელი.

თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სოკო წარმოიშვა წყალში ბინადარი ერთუჯრედებიანისგან. სოკოები ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ანუ თალუსიან მცენარეებს მიეკუთვნებიან. არსებობს მოასაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებიან ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისკენ.

სოკოები მოიცავს 100 ათას სახეობას. მათ შორის არის შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები - მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოები, აბედა სოკოები და სხვა. ობი სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ფერის (თეთრი, შავი, მწვანე) ნაფიფქს (ობი) საკვებ პროდუქტებზე, ხილზე, მცენარეულ ნარჩენებზე, ტყავსა და სხვა საგნებზე.

სოკოს მოიპოვებენ როგორც ბუნებაში, ისე სათბურებში. ბუნებაში სოკოს უამრავი სახეობა არსებობს. არის როგორც საკვებად ვარგისი, ისე შხამიანი სოკოები. არც ისე ადვილია შხამიანი სოკოს გარჩევა. ბაზარში შემოსული პროდუქტი უვნებელია და ჯანმრთელობისთვისაც არ არის საშიში. ამის მიზეზი არის ის, რომ, კალმახას კომპოსტი გადის მაღალ ტექნოლოგიურ ციკლს მიცელიუმი მაღალი ხარისხისაა ნამჯა ექვემდებარება თერმულ დამუშავებას რის შემდეგაც ისპობა მავნე მიკროფლორა. ამიტომაც არის მეურნეობებში მოყვანილი კალმახა და ქამა უსაფრთხო. მაგრამ, თქვენ თუ ბუნებაში გასვლას და სოკოს კრეფას გადაწყვეტთ, მაშინ უნდა გაითვალისწინთ მთელი რიგი რჩევები. სოკოთი მოწამვლა ძალიან სახიფათოა. არსებობს რამდენიმე ტრადიციული მეთოდი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ და იყენებდნენ.

მაგალითად: კარგად გარეცხილ სოკოსთან ერთად ტაფაზე დააგდეთ ხახვის თავი, თუ ხახვი გაშავდა, ე.ი. სოკო შხამიანია. იგივე ხდება ვერცხლის კოვზის შემთხვევაში. არის სოკოები, რომლებსაც, გადატეხვისას თეთრი ფერის რძისმაგვარი სითხე გამოსდის, რომელიც ნელ-ნელა იწყებს ფერის შეცვლას. ასეთი სოკოებია არყა და მჭადა. ეს სოკოები შეიცავს ქრომოგენს და არ არის საშიში. კალმახა სოკო შეიცავს ხიტინს. ხიტინი არის ნივთიერება, რომელსაც ძნელად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი. თერმული დამუშავების დროს ხიტინი იშლება და მავნე თვისებები ნეიტრალდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კალმახას უმად ჭამა.

სოკოებიდან ყველაზე გემრიელ სოკოდ ითვლება ნიყვი, მას მართლაც რომ, ღირსეულად აქვს მინიჭებული სოკოს მეფის ტიტული. ასევე ძვირფას სოკოს წარმოადგენს ქამა და არყა, რომელთა გარჩევაც ადვილია, ხოლო ნიყვის გარჩევა შხამიანი სოკოსგან ძნელია და დიდ გამოცდილებას საჭიროებს. შხამიანი სოკოები ძალიან ლამაზია, მრავალფეროვანი, ზოგი დაწინწკლული. ყველა საჭმელად ვარგის სოკოს ჰყავს თავისივე იდენტური შხმამიანი სოკო. სოკოს ცნობა საკმაოდ რთულია. ტყეში დაკრეფილ სოკოში ძალიან მაღალია მოწამვლის ალბათობა, როსგანაც დაზღვეული ვართ სათბურში მოყვანილი სოკოს დროს. სოკო იზრდება მიცელიუმზე, რაც მისი ფესვის მაგივრობას წევს, გამრავლება ხდება იმავე სოკოს სპორებით. ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ქუდფეხიანი სახეობები, რომელთა რაოდენობა ხუთასზე მეტს მოიცავს. აქედან, განვიხილოთ ჩვენში გავრცელებული საჭმელად ვარგისი სოკოები. დავიწყოთ ჩვენ სამეფო სოკოთი:

ნიყვი

ნიყვი საუკეთესო ხარისხის საჭმნელი სოკოა, იზრდება წიფლნარსა და მუხნარში. ნიყვის მოსავალი იწყება აგვისტოში და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე. ნიყვი იშვიათად გვხვდება სხვა ფოთლოვან ტყეებში. ამოდის ნოტიოან ფერდობზე და ხავსიან ბორცვებზე. ქუდი მოწითალო ფორთოხლისფერი აქვს, ფეხი ღია ყვითელია, რომელიც გარშემორტყმულია თეთრი ან მოყვითალო არშიით. ფეხის ძირში არის თეთრი ტოპრაკი. ნიყვის ქუდის ზომა ზოგჯერ 25 სმ.-ს აღემატება. დიდი რაოდენობითაა დასავლეთ საქართველოში - ბაღდათში, საჩხერეში, რაჭა-ლეჩხუმში. ნიყვის გემოვნური თვისებები შუდარებელია, არომატი საკმაოდ ძლიერი. ნიყვი ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის.

მიქლიო

მიქლიო იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში. მოსავალია რის ზაფხულსა და შემოდგომაზე. მიქლიოს უყვარს ტყის ნაკადულბის განაპირა ნეშომპალიანი ადგილები. საქართველოში ძირითადად გვხვდება ყვითელი ან ღია სტაფილოსფერი შეფერილობის. ამ სოკოს აქვს წაგრძელებული ძაბრისებური ფორმა და ნიკბებიანი ქუდი, რომლის ზომა აღწევს 10 სმ.-მდე. მიქლიოს იყენებენ ფარმაციაში.

არყა

არყა განეკუთვნება რძიან სოკოებს. ის თეთრი ფერის არის. ახლამოსული სოკოს ქუდი ოვალურად აქვს ქვემოთ დაშვებული, ზრდასრულს კი ზემოთ. ქუდი ძაბრისებური, ქვემოდან მჭიდროდ განლაგებული ფირფიტებით ხასიათდება. სოკოს გადატეხვისას ჟონავს რძისმაგვარი სითხე, რომელიც დროდადრო ღებულობს მოლურჯო ან ცისფერ ფერს, მოგვაინებით, კი მუქი ყავისფერი ხდება. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, თითქმის ყველანაირ პირობებში. არყა მწარე გემოს სოკოა, მაგრამ ორჯერ წამოდუღებისას, სიმწარე სრულიად იკარგება.

მჭადა

მჭადაც მიეკუთვნება რძიანა სოკოებს. იგი ამოდის ზაფხულში. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ხავსიან, წითელმიწა ადგილებში. მჭადა ხშირად გვხვდება იელის და შქერის ბუჩქების ჩრდილში. ასევე იზრდება წიწვოვან ტყეშიც. მჭადას ღია მოყავისფრო ან ნარინჯისფერი ქუდი და ფეხი აქვს. ქვემოთ განლაგებული ფირფიტებიც სოკოს ფეხი აქვს. სოკოს ქუდი ლორწოვანია და სრიალა. გადატეხვისას გამოყოფს მოყავისფრო-ნარინჯისფერ რძეს.

ქამა (შამპინიონი)

ქამა ერთ-ერთი გავრცელებული და პოპულარული სოკოა. იგი გამორჩეულია როგორც ვიზუალურად, ისე არომატით. ძირითადად იზრდება მინდვრებსა და ტყის განაპირა მოლებზე. მცირე რაოდენობით არის ტყეებში. ქამა სოკოს მოკრეფა ბუნებაში საშიშია, ვინაიდან ყავს ორეული შხამიანი სოკო. ქამა წარმატებულად მოყავთ სასათბურე მეურნეპობებში. ქამის ქუდი და ფეხი თეთრია, ხოლო ქვემოდან განლაგებული მჭიდრო ფირფიტები მოყავისფრო-მელნისფერია. ზრდასრული ძველი სოკოს ქვედა მხარე მუქი ყავისფერია. ქამას რამდენიმე სახეობა არსებობს: მინდვრის, მოლის და გიგანტური. ქამა სოკოს ქუდის ქვემოთ, ძირზე თხელი არშა აქვს შემოყოლებული. აქ წარმოდგენილი სურათებიდან მშვენივრად ჩანს ვიზუალური განსხვავება სათბურში მოყვანილ ქამასა და ბუნებაში გაზრდილ ქამას შორის. სათბურში გაზრდილი ქამა ერთნაირი ფერისა და ფორმისაა, განსხვავება მხოლოდ ზომაშია. ბუნებაში მოსულიქამა მრავალფეროვანია. .

დათვა სოკო

დათვა სოკო ძირითადად წიწვოვანი ტყეების მოყვარულია, მაგრამ ასევე ხშირად გვხვდება შერეულ ტყეებშიც. ქუდი სქელი და მრგვალი ფორმისა, ფეხი კი მსხვილი და ქუდისკენ ოდნავ შევიწროვებული, ქუდი მურა ფერისაა. ახლად ამოსული სოკოს ქუდი ყავისფერი და წაბლისფერიც შეიძლება იყოს. დათვა დიდი ზომის სოკოა, ქუდის დიამეტრი შეიძლება 30 სმ.-ც იყოს. ქვედა მხარე დროთა განმავკიბაში თეთრი და მომწვანო ფერის ხდება. ეს სოკო იზრდება გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით.

კალმახა

კალმახა ერთ-ერთი საუკეთესო სოკოთაგანია. ამოდის ჯგუფურად, გადაჭრილი ფოთლოვანი ხის ძირებზე, ამიტომ მას ხშირად ხის სოკოსაც ეძახიან. კალმახა ბუნებრივ პირობებში შემოდგომაზე ამოდის. აქედან სჩანს, რომ კალმახას უყვარს დაბალი ტემპერატურა. სოკოს ქუდი 5-15 სმ.-საა. ფეხი ქვემოთ ვიწრო აქვს, ხოლო ზემოთკენ ფართოვდება და თითქმის ქუდის ზომა ხდება. ზემოდან ნაცრისფერია ხოლო უკვე ძალიან გაზრდილი, ღიავდება და მოყვითალო-მონაცრისფრო ხდება. ფირფიტები თეთრი ფერის და ერთმანთისგან დაცილებული აქვს. ადვილად მოსაყვანი სოკოა სასათბურე პირობებში. კალმახა არ გამოირჩევა მძაფრი არომატით. ბუნებაში კალმახას არ ყავს ორეული, შხამიანი სოკო. კალმახა ძალიან სასრგებლო სოკოა. არსებობს კალმახა სოკოს სხვადასხვა შტამები (ჯიშები). განსხვავება არის ფერებში და მოსავლის რაოდენობაში. კალმახა არსებოს ყვითელი, თეთრი და სერი, რომელიც საუკეთესო ხარისხისაა და სამეფო კალმახას უწოდებენ. კალმახა სოკო ცილების შემცველობით ძალიან ახლოს არის ხორცთან, რძესთან და ლობიოსთან. როგორც ვიცით ლობიო მცენარეა, ხორცი და რძე ცხოველური წარმოშვებისაა .ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება სოკო ახლოს იყოს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ ცილებთან? ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენს მიერ განხილული მოსაზრებისა, რომ სოკო არის გარდამავალი საფეხური მცენარეებსა და ცხოველებს შორის. ამრიგად, როგორც ჩანს, მოსავლიანობისთვის ყველა სოკოს თავის წლიწადის დრო და ადგილი აქვს.

სოკოს სასარგებლო თვისებიბი

სოკო ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მის შემადგენლობაში შედის 90 %-მდე წყალი. წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია და დღე-ღამეში 2-3 ლიტრი ჭირდება, რომელსაც იგი ღებულობს საკვებიდან, მათ შორის სასმელი წყლიდან. დანარჩენი კი ძალზე ფასეული საკვები ნივთიერებებია. მათ შორის არის PP, E, D ვიტამინები, რკინა, ფოსფორი, კალიუმი და თუთია, ხოლო B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით ის ბოსტნეულსაც კი ჯობნის. რაც მთავარია, სოკო მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით (≈32%), ამინომჟავებით. ქიმიური ანალიზი მოწმობს, რომ სოკო შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავების მთელ სპექტრს. მათ შორის ტრიფტოფანს, ლიზინს, ცესტეინს, ცისტინს. სოკო დაბალ კალორიული პროდუქტია (100 გრ. ენერგეტიკული ღირებულება არ აღემატება 27 კ.კალორიას), ამიტომ მას ხშირად იყენებენ დიეტურ კვებაში. სოკოში Na ძალიან ცოტაა. ესეც დადებითი თვისებაა უმარილო დიეტებისთვის. აგრეთვე არ შეიცავს შაქარს და ცხიმს, ამიტომ სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. სოკოში აღმოჩენილია ქოლესტერინის დამშლელი ნივთიერებები და დადგენილია, რომ მისი რეგულარული მიღება ამცირებს ათეროსკლეროზის და ინფარქტის განვითარების რისკს. სოკოში შემავალი ლიზინი და არდინინი აუმჯოვბესებს გონებრივ შრომისუნარსა და მეხსიერებას. რიბოფლავინი და თიამინი ხსნის თავის ტკივილს. ადამიანის ორგანიზმში სიმსივნის წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი მრავალ მიზეზთა შორის არის ფერმენტ პერფორინის ნაკლებობა. ეს ფერმენტი ანადგურებს გადაგვარებულ უჯრედებს. ქიმიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ კალმახა სოკოს ადამიანის ორგანიზმში შეაყავს

პერფორინის გარკვეული რაოდენობა.

ახლა განვიხილოთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ნივთიერებას, რითაც ასეთი მდიდარია კალმახა სოკო. დავიწყოთ ვიტამინებით. მედიცინის აზრით, ჯამრთელობის 85% საკვებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ საკვების დამუშავებისა და შენახვის თანამედროვე მეთოდები დიდ ზიანს აყენებს კვებით და ბიოლოგიურ ღირებულებას, უფრო მეტიც, არათუ ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით მიკრო და მაკრო ელემენტრბითა და ამინომჟავებით მომარაგებას, არამედ ხელსაც უწყობს ორგანიზმიდან მათ გამოდევნას.ვიტამინები ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელი ორგანული ნაერთია,რომელსაც მაღალი ბიოლოგიური აქტივობა ახასიათებს. ვიტამინებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალური წარმართვისთვის. ვიტამინები ორგანიზმს იმ ენერგიის გამოთავისუფლებაში ეხმარება, რომელსაც საკვები შეიცავს. ვიტამინების გარეშე ადამიანი შეიძლება შიმშილით მოკვდეს, მათი უკმარისობისას ორგანიზმი კარგავს, სურსათიდან საკვები ნივთიერებების : ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალების შეწოვასა და ათვისებას.

ამჟამად ცნობილია 13 ვიტამინი, რომელიც იყოფა 3 ჯგუფად: 1-ში შედის B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც მონაწილეობენ ენერგეტიკულ ცვლაში. ამ ჯგუფის ვიტამინებით ძალიან მდიდარია კალმახა სოკო. მე-2 ჯგუფში შემავალი ვიტამინები ანეიტრალებენ ჟანგბადის აქტიურ ფორმას, ასეთია C ვიტამინი. მე-3-ე ჯგუფში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობენ ჰორმონების სინთეზს ეს ვიტამინებია D და A ვიტამინები. ყ.ველა ამ ვიტამინით მდიდარია კალმახა სოკო.

არანაკლები მნიშვნელობა აქვს მინერალურ ნივთიერებებს, რომელთა დეფიციტის დროსაც ორგანიზნში ვითარდება სპეციალური პათოლოგიური პროცესები. მინერალური ნივთიერებები სხეულის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და მათი რაოდენობა მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში 3 კგ-ა. ადამიანის ორგამიზნი 80-მდე ქიმიურ ელემენტს ჩამოვაყალიბოთ კალმახა სოკოს ბიოლოგიური შემადგენლობა: 100 გრ კალმახა შეიცავს:


წყალი- 90 გრ;
ცილა -3,5გრ (მშრალი წონის);
ცხიმები 0,4 გრ (მშრალი წონის);
ნახშირწყლები - 3,8 გრ (მშრალი წონის)
მაკროელემენტაბი;
კალიუმი -420 მგ;
კალციუმი- 3 მგ;
მაგნიუმი -18 მგ;
ნატრიუმი -18 მგ;
ფოსფორი -120 მგ;
მიკროელემენტებები:
რკინა -1,33 მგ;
მაგნიუმი -113 მგ;
თუთია- 0,77 მგ;
სპილენძი - 240 მგ;
ვიტამინები: A, B, B1, B2, C, D, PP.
100 გრ კალმახა არის 33კ.კალორიის შემცველი.
ზემოთ ჩამოთვლილიდან ჩანს რომ კალმახა სოკო ერთ-ერთი შეუცვლელი საკვები პროდუქტია ადამიანის ორგანიზმისთვის და მისი შეტანა საკვებ რაციონში აუცილებელია.


კონტაქტი:

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
579 05 04 58

ელ. ფოსტა:
info@kartulisoko.ge

სამუშაო საათები:
ორშ-პარ: 10:00-18:00

ჩვენი პროდუქციის "სოკოს ბრიკეტის" ღირებულების გადახდა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

ბანკი : სს "ლიბერთი ბანკი"
SWIFT: LBRTGE22
ა/ა GE15LB0113127258734000
ან
ბანკი: სს "ბაზის ბანკი"
SWIFT:CBASGE22
ა/ა: GE40BS0000000074936599
ან
ბანკი : სს " საქართველოს ბანკი"
SWIFT: BAGAGE22
ა/ა: GE77BG0000000546313900

შენიშვნა: გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითეთ დასახელება: „სოკოს ბრიკეტი“ და სოკოს ბრიკეტების რაოდენობა.